მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებული ზურაბ იაშვილი გაამართლა, კახა დამენია 220-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და 50 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა კერძო კომპანიის მანქანით სარგებლობის, ე.წ. პორშეს ეპიზოდის გამო მიუსაჯა.

კომენტარები