“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია იმერეთში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა.
მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის თქმით, მოსახლეობის ნება ევროპაა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს არ მიეცემა უფლება, საზოგადოების სახელით უარი თქვას ისტორიულ არჩევანზე.
“ძალიან აქტიური შეხვედრები მაქვს იმერეთში ყველა მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან. ხელშესახებია ნება ადგილობრივი საზოგადოების და ნება არის, რომ არავითარ შემთხვევაში, არავის არ მიეცემა შესაძლებლობა უარი თქვას ევროპულ და ეროვნულ იდეაზე. არცერთ ოლიგარქს არ მიეცემა უფლება გვითხრას უარი ისტორიულ არჩევანზე, ქართველი ხალხის სახელით. ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი მიიღოს პრაგმატული გადაწყვეტილება. მას შეუძლია თვალი გაუსწოროს რეალობას, იმ რეალობას, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მათ სურთ ევროპული გზა”, – აცხადებს ნიკა მელია.
კომენტარები