მთავარიახალი ამბებისლაიდი

ნიკა ნარსიას მერიის შესასვლელთან სტიკერების გაკვრის საშუალება არ მისცეს

ნიკა ნარსიას მერიის შესასვლელთან სტიკერების გაკვრის საშუალება არ მისცეს

“ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აქტივობას მერიასთან ხმაური მოყვა.

ნიკა ნარსიამ მერიის შესასვლელთან სტიკერი წარწერებით “ნუ გვისმენთ” გააკრა. როგორც ნარიას აცხადებს, ის ამ ფორმით, ფარულ მიყურადღებას აპროტესტებს.

მას სტიკერების გაკვრის საშუალება მერიის დაცვამ არ მისცა. დაცვის თანამშრომლებმა მას კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

ნარსიას თქმით, ის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას და დოკუმენტების გადაცემას აპირებდა, სადაც მისი მტკიცებით, ნაჩვენებია, რომ საკრებულოს წევრი თემურ ნადირაძე ბიზნესსაქმიანობას კანონდარღვევით ეწევა.

ნარიამ შენობაში შესვლა ვერ მოახერხა.

კომენტარები