მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ნინო ჩიკვაშვილი ქუთაისის საკრებულოს ყველაზე გამცდენ დეპუტატად დასახელების გამო გაღიზიანდა 

ნინო ჩიკვაშვილი ქუთაისის საკრებულოს ყველაზე გამცდენ დეპუტატად დასახელების გამო გაღიზიანდა 

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოს კვლევაზე გაღიზიანდა, სადაც ის ქუთაისის საკრებულოში ყველაზე გამცდენ დეპუტატად დაასახელეს.

ნინო ჩიკვაშვილი, რომელიც პარტია “საქართველოსთვის” წევრობიდან თანაგუნდელებმა  გარიცხეს,  უკმაყოფილოა, რატომ გააშუქა “ინფო იმერეთმა” ის კვლევა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მან საკრებულოს სხდომა 28-ჯერ გააცდინა.

“კარგი რეკლამაა, მადლობა “ინფო იმერეთი”, არადა როგორც მახსოვს და ვიცი უფასოდ ხელს არ ანძრევთ”,- დაწერა ჩიკვაშვილმა.

ჩიკვაშვილი ქუთაისის საკრებულოში, 2021 წელს პარტია “საქართველოსთვის” სიით შევიდა, თუმცა მალევე თანაგუნდელებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და ის  პარტიიდან გარიცხეს.

პარტიიდან გაძევების შემდეგ ნინო ჩიკვაშვილი ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატია, თუმცა როგორც კვლევამ აჩვენა, მან სხდომა 28-ჯერ გააცდინა.

კომენტარები