12 თებერვლიდან ოკაცეს კანიონი ტექნიკური სამუშაოების გამო, სტუმრებისთვის დაიკეტება, – ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ცნობილია, რომ ოკაცეს კანიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს და გაურკვეველია როდის გაიხსნება სტუმრებისთვის, თუმცა დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, აქტიური ტურისტული სეზონისთვის კანიონი დამსვენებლებისთვის ღია იქნება.
კომენტარები