მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ოკუპანტების მიერ გატაცებული პერევში მცხოვრები 35 წლის გიორგი მოსიაშვილია

ოკუპანტების მიერ გატაცებული პერევში მცხოვრები 35 წლის გიორგი მოსიაშვილია

ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული მოქალაქე პერევში მცხოვრები 35 წლის გიორგი მოსიაშვილია. ის მეგობრებთან ერთად საჩხერის მუნიციპალიტეტში ხახიეთის ტბაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აედევნნენ.

არსებული ინფორმაციით, მისმა მეგობრებმა გაქცევა მოახერხეს, თავად მოსიაშვილი კი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დააკავეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოსიაშვილი სათევზაოდ ყოფილა და იქ დაუჭერიათ.

დაკავებული ამ დროისთვის, სავარაუდოდ, ცხინვალის “დროებითი მოთავსების იზოლატორში” იმყოფება. პროცედურის მიხედვით, მომდევნო 48 საათში ცხინვალის “სასამართლო პროცესი” გაიმართება, სადაც ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაზე იმსჯელებენ.

კომენტარები