რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სამი დღის წინ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მანუჩარ გულიტაშვილი თავისუფალია, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
გულიტაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ახალგაზრდა მამაკაცი ოკუპანტებმა სამი დღის წინ გაიტაცეს.
კომენტარები