მთავარიახალი ამბებისლაიდი

ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში 2 389 ბავშვი უკანონოდ გაიყვანეს

ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში 2 389 ბავშვი უკანონოდ გაიყვანეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 2 389 ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს.

“მიღებული ინფორმაციით, 19 მარტს, რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ გადაიყვანეს 2 389 ბავშვი, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ რაიონებში იმყოფებოდნენ.

აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის, კერძოდ კი ბავშვების იძულებით გადაყვანას გატაცების ნიშნები აქვს. ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა.

სახლების ნგრევითა და მშობლების მკვლელობით, რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთის ტერიტორიაზე საფრთხის წინაშე აყენებს“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები