მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს

ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ოკუპანტების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავებას ადასტურებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის სიტუაცია სახიფათოა და არსებობს პროვოკაციის რისკი.

“სასტიკი ბრძოლის შემდეგ, ჩერნობილის სადგურზე კონტროლი დავკარგეთ. უცნობია ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ობიექტების, ბირთვული ნარჩენების საწყობის მდგომარეობა. ამ მიმართულებით რუსეთის სრულიად უაზრო თავდასხმის შემდეგ, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე არ ემუქრება. ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ევროპისთვის. რუსების ჩვევებიდან გამომდინარე, ისინი ალბათ უკვე ამზადებენ პროვოკაციებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე. ან ისარგებლებენ თავდასხმის დროს ობიექტების დაზიანებებით და ამაში უკრაინას დაადანაშაულებენ, ან თავად დააზიანებენ ამ უდავოდ ყველაზე საშიშ ობიექტებს “, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

კომენტარები