მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ოლიგარქი თუ ევროპა – ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მორიგი აქცია ჩაინიშნა

ოლიგარქი თუ ევროპა – ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მორიგი აქცია ჩაინიშნა

ხვალ ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მორიგი აქცია ჩატარდება.

ადგილობრივები 17:00 საათზე შეიკრიბებიან და ქუთაისის სპორტის სასახლიდან ყველა უბნისაკენ ავტომანქანებით მსვლელობას გამართავენ.

“24 ივნისს, ევროპული საბჭო საქართველოს წევრობის კანდიდატობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გასაჯაროვდება ეს პასუხი უნდა გავაგებინოთ ყველა ქუთაისელს, რისთვისაც მოეწყობა ავტო მანქანებითა და ხმის გამაძლიერებლებით მსვლელობა ქუთაისის სპორტის სასახლიდან ყველა უბნისაკენ 17:00 საათზე.

საქართველოს წინაშე აუცილებლად იქნება წარდგენილი შესასრულებელი ვალდებულებები, რაც სახალხო მოძრაობის შექმნის გზით ამ ქვეყნისა და ქალაქის შვილებმა უნდა შევასრულოთ და იძულებული გავხადოთ ხელისუფლება დაიწყოს ცვლილებები დეოლიგარქიზაციისა და გათავისუფლებისათვის”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კომენტარები