მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ომი გინდათ, ომიი, მაგის გულიზა ხართ ჩამოსული“ – “შინ ევროპისკენ“ წევრებს სამტრედიაში “ოცნების” პარტაქტივი დაუპირისპირდა

“ომი გინდათ, ომიი, მაგის გულიზა ხართ ჩამოსული“ – “შინ ევროპისკენ“ წევრებს სამტრედიაში “ოცნების” პარტაქტივი დაუპირისპირდა

“ოცნების“ პარტაქტივი “შინ ევროპისკენ“ კამპანიის წარმომადგენლებს ამჯერად სამტრედიაში დაუპირისპირდნენ.

“თავისთავად იქნება ევროპა და ყველაფერი… რატო მეპატიჟები აქციაზე?!”, “უნამუსოები ხართ და უსინდისოები…. ომი გინდათ! ომიი!”, მაგის გულიზა ხართ ჩამოსული ომი რო დეიწყოთ”, “მაგის გულიზა ჩამოიყვანეთ მიშა, მარა ვერ ეღირსებით” – ასე მიმართავდნენ “ოცნების“ აგრესიული მხარდამჭერები “შინ ევროპისკენ“ კამპანიის წარმომადგენლებს.

ისინი დიპლომატს და საქართველოს ყოფილ ელჩს დანიის სამეფოში გიგი გიგიაძეს ქვეყნის “ომში ჩართვის” სურვილში ადანაშაულებენ და სამშობლოს მოღალატეს უწოდებენ.

კამპანია “შინ ევროპისკენ” ფარგლებში მოძრაობის წევრები საქართველოს რეგიონებში დადიან და ხალხს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან და 3 ივლისის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

“ოცნების” პარტაქტივი სახალხო მოძრაობის წევრებს თავს ქუთაისში და ხონშიც დაესხნენ.

კომენტარები