ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გააქტიურა, რამაც სოფ. ფსორი-ბაჯიხევის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.
ჩაწყვეტილია გზის სხვადასხვა მონაკვეთი, რის გამოც აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალებით აკრძალულია.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს სოფ. ჩორდი-ბაჯიხევის შემოვლითი გზით.
კომენტარები