მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ონის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გააქტიურა

ონის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გააქტიურა

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გააქტიურა, რამაც სოფ. ფსორი-ბაჯიხევის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.

ჩაწყვეტილია გზის სხვადასხვა მონაკვეთი, რის გამოც აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალებით აკრძალულია.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს სოფ. ჩორდი-ბაჯიხევის შემოვლითი გზით.

კომენტარები