მთავარიახალი ამბებისლაიდი

ოპოზიციამ ქუთაისში საკრებულოს შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ოპოზიციამ ქუთაისში საკრებულოს შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ერთიანი ოპოზიციის ლიდერებმა, ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ, ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა ქალაქის საკრებულოს ერთიანი შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

ხატია დეკანოიძის თქმით, 2 ოქტომბერს საქართველოს თითოეული მოქალაქე იქნება პასუხისმგებელი, რომ ქვეყანას დაუბრუნოს მომავალი.

მისივე თქმით, ქუთაისს 26 დღეში უნდა ყავდეს არჩეული მერი, რომელიც არ იქნება არცერთი პოლიტიკური პარტიის დაკვეთის შემსრულებელი.

ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი იქნება იმედა კლდიაშვილი – “გირჩი – მეტი თავისუფლება”.

ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: ბესიკ ბრეგაძე, ანა კოხრეიძე, ნატო დანელია, ნიკა ნარსია, ჯიმშერ შაშიაშვილი, ამირან ძოწენიძე, თემო პატარიძე.

კომენტარები