მთავარიახალი ამბებისლაიდი

ოპოზიცია ქუთაისში მდინარაძეს და კობახიძეს დაუპირისპირდა

ოპოზიცია ქუთაისში მდინარაძეს და კობახიძეს დაუპირისპირდა

ქუთაისში “ქართული ოცნების” ლიდერების მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის ჩასვლას ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე პარტიული შეხვედრის შემდეგ ქუთაისის მერიასთან მედიასთან კომენტარებს აკეთებდა, როდესაც მას ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

“ნაძირალა ხარ შენ… თქვენ ახლა გამოძიებასთან უნდა იყოთ” – მიმართა ნიკა ნარსიამ მამუკა მდინარაძეს და ირაკლი კობახიძეს.

ნარსიას თქმით, “ოცნების” ლიდერებს ქუთაისში ყოფნის და ამომრჩევლისთვის ცრუ დაპირებების მიცემის მორალური უფლება არ აქვთ.

მდინარაძის თქმით კი ოპოზიციის წარმომადგენლები პროვოკაციაზე მიდიან.

ნარსია ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.

კომენტარები