მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ორი მანქანა ერთმანეთს შეასკდა, არიან დაშავებულები” – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე

“ორი მანქანა ერთმანეთს შეასკდა, არიან დაშავებულები” – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე – საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად ერთი ავტომობილი გზის მარჯვენა მხარეს გადავარდა, მეორე კი – მარცხენა მხარეს.

ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.

თვითმხილველების თქმით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

“საშინელი ავარია მოხდა, ორი მანქანა ერთმანეთს შეასკდა, ერთი გზის ერთ მხარეს გადავარდა, მეორე – მეორე მხარეს, არიან დაშავებულებიც”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” თვითმხილველმა.

კომენტარები