მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოების მიუხედავად ფრესკების პრობლემა გამძაფრდა”

“ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოების მიუხედავად ფრესკების პრობლემა გამძაფრდა”

დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია World Heritage Watch-ი (მსოფლიო მემკვიდრეობის მაყურებელი) გელათში არსებულ ვითარებაზე აქვეყნებს კრიტიკულ სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ სარესტავრაციო სამუშაოების მიუხედავად, უნიკალური ფრესკები კვლავ ნადგურდება და ადგილზე არცერთი ექსპერტი არ ყოფილა, რომელიც აღდგენას ზედამხედველობას გაუწევდა.

ორგანიზაცია წერს, რომ საპატრიარქომ მოიწვია ახალი ექსპერტი, რომელმაც წინა “რესტავრაციის” წარუმატებლობა დაადასტურა.

“კონსერვაციის ნაკლებობის გამო, მონასტრის ორ ეკლესიაში ფრესკების მდგომარეობას სერიოზული პრობლემები შეექმნა. თუმცა ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოების მიუხედავად ეს პრობლემები არათუ მოგვარდა, არამედ გამძაფრდა. ვინაიდან არასათანადო მეთოდოლოგიებს მხარს უჭერდა ICOMOS International-ი, არცერთი ექსპერტი არ ყოფილა, რომელიც აღდგენას ზედამხედველობას გაუწევდა. შედეგად, საქართველოს მთავრობასა და მათ მიერ დაქირავებულ ექსპერტებს შორის ერთ მხარეს სამუშაოების აღსრულების მიზნით, დამოუკიდებელი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე ICOMOS საქართველოს აღდგენის ხარისხის შესახებ.

2022 წელს WHW ფორუმზე ქართველი სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტის პრეზენტაციის შემდეგ, იუნესკომ გელათში საკონსულტაციო მისია გაგზავნა, საქართველოს მთავრობამ კი მონასტრის მართვა მის მფლობელებს, მართლმადიდებელ საპატრიარქოს გადასცა. საპატრიარქომ შემდეგ მოიწვია ახალი ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა წინა “რესტავრაციის” წარუმატებლობა”, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები