მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ოფიციალური სტატისტიკით იმერეთში მოსახლეობა 87 ათასით შემცირდა”

“ოფიციალური სტატისტიკით იმერეთში მოსახლეობა 87 ათასით შემცირდა”

გაჭირვებას პოლიტიკური კუთვნილება არ აქვს, “ქართული ოცნების“ მომხრეებსაც ბევრს უჭირს, სხვადასხვა პარტიის მომხრეებსაც, უპარტიოებსაც, კითხვები აქვს ყველა მოქალაქეს, იმიტომ, რომ ეკონომიკა იზრდებაო, ამბობთ და ადამიანების შემოსავალი და ცხოვრების დონე კი არ იზრდება, – განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა არ აისახება რეგიონებზე, საიდანაც მოსახლეობა ემიგრაციაში მიდის.

“ოფიციალური სტატისტიკით იმერეთში მოსახლეობა 87 ათასით შემცირდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 48 ათასით, სამცხე-ჯავახეთში – 18 ათასით, კახეთში – 17 ათასით, ხალხი გადის და უდედოდ და უმამოდ იზრდება ბევრი ბავშვი. იმიტომ, რომ შემოსავალი არ აქვთ და ემიგრაციაში გარბიან. ენერგეტიკის წარმატებებზე საუბრობთ და კომუნალურ გადასახადებს აძვირებთ, გააორმაგეთ საწვავის ფასები. 56 მილიონი ლარის ჯარიმა მარტო 2023 წელს გადაახდევინეთ მოსახლეობას. ეს არის პრობლემები, რომელიც ყოველდღიურად აწუხებს ხალხს და მათ გაეცით პასუხი”, – მიმართა მინისტრს ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები