მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ოქროს ჩარდახი” საფრთხეშია – სპეციალისტები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

“ოქროს ჩარდახი” საფრთხეშია – სპეციალისტები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

მოქალაქეების მოთხოვნის მიუხედავად, ქუთაისში, იმერეთის მეფეთა რეზიდენცია – “ოქროს ჩარდახში” რეაბილიტაცია გრძელდება. რეგიონში ყველაზე ძველ საერო შენობას შესაძლოა, ავთენტურობა დაეკარგოს.

 

 

 

 

 

 

 

ქალაქის მერიამ მე-17 საუკუნით დათარიღებული ისტორიულ შენობის რეაბილიტაცია დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დააანონსებულ სამუშაოებსა და წარმოდგენილ მაკეტს დარგის სპეციალისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ. ისინი სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ძეგლს იერსახე, უნიკალურობა და კულტურული ღირებულება დაეკარგება.

არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებით, სასახლის სახურავის დიზაინს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის ისტორიული ნაგებობისთვის შეუსაბამოა. ასევე დარგის სპეციალისტების თქმით, შენობის პროექტის შედგენამდე ადგილზე არქეოლოგიური კვლევებიც იყო საჭირო, რადგან იქ მეფეთა სასახლის ნაშთებია და შესაძლოა, მნიშვნელოვანი არტეფაქტებიც გამოჩნდეს.

მე-17 საუკუნით დათარიღებული ქუთაისის უძველესი საერო დარბაზი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი.

ისტორიკოსები “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ სასახლემ შესაძლოა, ავთენტურობა და ისტორიული იერსახე დაკარგოს.

კომენტარები