მმართველ გუნდს საჯარო სამსახურებში დასაქმებულები “უცნობის” აქციაზე მიჰყავთ, მათ კი, ვინც ხელისუფლების დირექტივებს არ დაემორჩილება, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.
“უცნობის” აქციაზე წასაყვანად მოქალაქეების ნაწილი ქუთაისში, სპორტის სასახლესთან შეკრიბეს.
შეკრებილების ნაწილი აცხადებს, რომ ხელმძღვანელობამ დაავალა, რომ თბილისში წავიდეს, ნაწილი კი ამბობს, რომ აქციაზე მიდის მშვიდობისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანამ ეროვნულობა არ დაკარგოს.
“უცნობის” მშვიდობის აქციაა, მივდივარ მხარდასაჭერად”, – აცხადებენ ისინი.
“უცნობის” აქცია თბილისში დღეს, 19:00 საათზე გაიმართება. მანამდე ისინი 17:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთის საყურებლად შეკრებასაც გეგმავენ.
კომენტარები