მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ოცნება აღარიბებს”, “ხელისუფლება დაგვცინის” – ქუთაისის მერიასთან მძიმე სოციალურ პირობებს აპროტესტებენ

“ოცნება აღარიბებს”, “ხელისუფლება დაგვცინის” – ქუთაისის მერიასთან მძიმე სოციალურ პირობებს აპროტესტებენ

“ოცნება აღარიბებს”, “ხელისუფლება დაგვცინის”, “ბიძინა სად არის განახევრებული ტარიფები?!”,- ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

გაზრდილ კომუნალურ გადასახადებსა და გაძვირებულ ცხოვრებას ქუთაისელები აპროტესტებენ. ყოფილ საპარლამენტო ქალაქში მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდა.

სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები გაზრდილი კომუნალური გადასახადების პირისპირ მარტო აღმოჩნდნენ.

ფუნქციადაკარგულ ქალაქში ერთადერთი, ვისაც ხელფასი გაეზარდა, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და საჯარო მოხელეები არიან.

აქციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები შეუერთდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ “ოცნებამ” ქვეყანაში პოლიტიკური რესურსი ამოწურა.

კომენტარები