ხმაურია ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე.
კაფე “სავანეს” მეპატრონეები ხელისუფლებას კერძო საკუთრების ჩამორთმევაში და ბიზნესის განადგურებაში ადანაშაულებენ.
ისტორიული კაფეს მეპატრონეების თქმით, “ქართული ოცნება” ბიზნესს კლავს. რამდენიმე დღის წინ ქუთაისის სასამართლომ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს დანგრევის გადაწყვეტილება გამოიტანა.
“თქვენ ბიზნესს ანადგურებთ, თქვენ ხართ რუსული ხელისუფლება. “ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში ბიზნესის დაცვით, თუმცა აკეთებთ საპირისპიროს”, – ამბობს დაზარალებული ირაკლი ტურაბელიძე.
საკრებულოს თავმჯდომარემ “სავანეს” მეპატრონეებს სხდომის შემდეგ კაბინეტში შეხვედრა შესთავაზა.
კომენტარები