ქუთაისში, სახელისუფლებო პარტიის აქტივმა, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეშვილის პლაკატები იმ ბანერს გადააკრეს, რომელზეც წარწერა “ვაქცინა გიცავს” იყო დატანილი.
ქუთაისელების თქმით, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში პანდემიის პიკია, საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლები ფაქტობრივად აღარ არის, დაინფიცირებული ადამიანები შველას ითხოვენ და მოქალაქეები ვაქცინას ნაკლებად იკეთებენ, ქუთაისის მერის გამოსახულებიანი პლაკატები იმ ბანერით დაფარეს, სადაც საზოგადოების ვაქცინით ინფორმირებულობა ხდება.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელისუფლებო კანდიდატის ეს ქმედება უპასუხისმგებლობა და მოსახლეობის დაცინვაა.
კომენტარები