მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ოცნების” ყოფილი დეპუტატი პარტია “ქართული ოცნების” აკრძალვას მოითხოვს

“ოცნების” ყოფილი დეპუტატი პარტია “ქართული ოცნების” აკრძალვას მოითხოვს

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობა “ოცნების” გარეშე უნდა შედგეს, პარტია “ქართული ოცნება” კი უნდა აიკრძალოს.

“ვინც დღეს ისევ „ქართულ ოცნებას“ გაყვება მოლაპარაკებაში, ისინი „ოცნების“ ყველა დანაშაულის თანამონაწილე ხდებიან, რადგან ეს სხვა არაფერი იქნება, თუ არა ამდენი გულანთებული ადამიანის ისევ მოტყუება.

არც იმას დაიჯერებს არავინ, რომ ამ 10-11 წლის შემდეგ ივანიშვილი ერთ მშვენიერ დღეს გადაკეთდება, კობახიძე-ღარიბაშვილი თუნდაც კუჭავა-თალაკვაძით რომ ჩაანაცვლოს.

ან იმის ვის სჯერა, რომ თუნდაც დე-ოლიგარქიზაცია მოხდება?!

ამიტომ ვამბობ, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობა „ოცნების“ გარეშე უნდა შედგეს, პარტია „ქართული ოცნება“ კი საერთოდ უნდა აიკრძალოს“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კომენტარები