მთავარიახალი ამბებიიმერეთი

პაატა მანჯგალაძე – გელათის ტაძარმა უამრავ მტერს გაუძლო, მაგრამ ვერ გაუძლო “ქოციანობას”

პაატა მანჯგალაძე – გელათის ტაძარმა უამრავ მტერს გაუძლო, მაგრამ ვერ გაუძლო “ქოციანობას”

იმედი მაქვს, დემეტრე პირველს არ დააბრალებენ, რომ უხარისხოდ შეასრულა სამუშაოები, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

“გელათთან მიმართებით ჯერ კიდევ გადახურვის პროცესში პრობლემები ამ ხელისუფლების დროს შეიქმნა. “ქართული ოცნება” ყველას ადანაშაულებს გარდა თავის თავისა. იმედი მაქვს, დემეტრე პირველს არ დააბრალებენ, რომ უხარისხოდ შეასრულა სამუშაოები.

კულტურის სამინისტრომ დაიბანა ხელები პილატესავით და თქვა, რომ ამას საპატრიარქო აკეთებს და ჩვენ ხომ არ ჩავერევითო. გელათის ტაძარმა უამრავ მტერს გაუძლო, მაგრამ ვერ გაუძლო “ქოციანობას”. “ქართული ოცნების” პირობებში არ მაქვს გამოძიების იმედი, მაგრამ აქ უნდა გამოიკვეთოს დამნაშავე”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” პროკურატურას მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია გელათის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

კომენტარები