მთავარისაზოგადოებასლაიდი

“პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა, ძალიან სულელური და ცუდი იდეა იყო”- ქეთი ბერძენიშვილი

“პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა, ძალიან სულელური და ცუდი იდეა იყო”-  ქეთი ბერძენიშვილი

იმერეთის საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “ჟურნალისტი სხვა რაკურსით”, რომლის მორიგი სტუმარიც რადიო “ძველი ქალაქის”  ხელმძღვანელი ქეთი  ბერძენიშვილია. 

სახელი: ქეთი.

გვარი: ბერძენიშვილი.

სამუშაო ადგილი:  რადიო „ძველი ქალაქი.”

რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქებოდი.. რეჟისორი.

ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს.. ადამიანებთან ურთიერთობა, სიახლეების აღმოჩენა.

როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა, რომ…მექნებოდა საკუთარი მედია.

ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი... ყველა ის რეპორტაჟი, რომელმაც კონკრეტული პრობლემა გადაჭრა.

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ... გულწრფელობას.

მჯერა, რომ… განათლება, გონიერება და დასავლური ღირებულებეზი აუცილებლად გაიმარჯვებს. გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ის, რაც ყველაზე მეტად მომონს ჩემს თავში.. ოპტიმიზმი.

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში… ერთი კარგად დამეკლო წოჩაში რა.
ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის… წიგნები, მუსიკა, ადამიანები.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ… მემოგზაურა ძალიან ბევრი, ვყოფილიყავი „პეპის“ მსგავსი ძალის მქონე.

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო… იმ რეალობაში, რომელიც ჯერ ჩემს ოცნებებშია.
ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე… უამრავი ნიჭია, რომელსაც მინდა ვფლობდე. ერთ-ერთი არის პოლიგლოტობა.

მოჩემებული სამოსი… არ მაქვს

ყველაზე ხშირად მავიწყდება… რომ, ვთქვი დავიმახსოვრებთქო და არ ჩავინიშნე.
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყეჩებ საუბარში, არის... კი, გენცვალე.

ადრე ვფიქრობდი, რომ…ახალგაზრდა ვარ და ბევრ რამეს გავაკეთებ.

ახლა ვფიქრობ, რომ… მარტო ახლა არა, საერთოდ ვფიქრობ, რომ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა, ძალიან სულელური და ცუდი იდეა იყო.

თავისუფალ დროს… ვაწყობ გეგმებს.
მეშინია… ყველაფერის დასრულების.

ვტირი მაშინ, როდესაც… ვტირი, როდესაც უმწეობას ვუყურებ, ან დიდი სიხარულისგან ვტირი.

მრცხვეხია მაშინ, როდესაც… არ ან ვერ გავაკეთე-გავუკეთე ის, რაც შეიძლებოდა გამეკეთებია.

ყველაზე მეტად მიყვარს… ჩემი შვილები, ოჯანი, სიცოცხლე.

არასოდეს გავაკეთებ.. „არასოდეს თქვა არასოდეს.”

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ.. უნდა მივცვალოთ!

სიყვარული არის… სიკეთე, სიხარული, ფერადი განწყობა.

ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ… ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა ვარ მათთან, ვინც მიყვარს. ან როცა გავაკეთებ იმას, რაც ძალიან მინდა.
როდესაც ცუდად ვარ… ვიცი, რომ კარგად გავხდები.

დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… როგორ წვიმს, ყვავილები არ გამიფუჭდეს,
ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის... ხათრის გამო რაც დავთმე.
პირად ურთიერთობებში ვარ... კომფორტული

მინდა დამიმახსოვროს, როგორც...მომღიმარი და ოპტიმისტი.

კომენტარები