მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პარლამენტის ყოფილი შენობა გაუთიბავი სარეველა ბალახებისა და ეკალ-ბარდების ალყაშია მოქცეული (ფოტო+ვიდეო)

პარლამენტის ყოფილი შენობა გაუთიბავი სარეველა ბალახებისა და ეკალ-ბარდების ალყაშია მოქცეული (ფოტო+ვიდეო)

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა გაუთიბავი სარეველა ბალახებისა და ეკალ-ბარდების ალყაშია მოქცეული.

საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ შენობას წლებია, ყურადღებას არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ აქცევს. გაუთიბავი ბალახი კი ქვეწარმავლების საყვარელ სივრცედ გადაიქცა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი შენობობის მიმდებარე პერიმეტრზე ქვეწარმავლები სულ უფრო ხშირად ჩნდებიან.

ქუთაისიდან საკანონმდებლო ორგანო თბილისში 2019 წლიდან გადაიტანეს. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობდა, რომ ადგილზე საპოლიციო ჰაბი მოეწყობოდა, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ფიქრობს, რომ პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ ტექნოპარკი უნდა მოეწყოს.

კომენტარები