მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი დაამტკიცა

პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი დაამტკიცა

საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას პარლამენტმა კენჭი უყარა და 80 ხმით დაამტკიცა.

ის თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაინიშნა.

კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე გაიმართა.

გაბიტაშვილი 11 წელი გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.

გენერალური პროკურორის პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

კომენტარები