მთავარიახალი ამბებიიმერეთი

პარტიამ “ხალხისთვის” იმერეთის რეგიონული ოფისი გახსნა

პარტიამ “ხალხისთვის” იმერეთის რეგიონული ოფისი გახსნა

პარტია “ხალხისთვის“ ლიდერმა იმერეთის რეგიონული ოფისი გახსნა. პარტიის ლიდერმა ანა დოლიძემ ქუთაისში ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ ამიერიდან იმერეთის მცხოვრებლებს შეუძლიათ, ყოველდღე მივიდნენ მათ რეგიონულ ოფისში, გაუზიარონ პარტიის წევრებს საკუთარი შეხედულებები, თუ როგორ ხედავენ იმ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს, რაც დღეს ქვეყანაშია და თავადაც ჩაერთონ პროცესში.

პარტია „ხალხისთვის“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი კახი დვალიშვილი იქნება, რომელიც საკრებულოს წევრია.

“ჩვენ დღეს გავხსენით პარტიის რეგიონული ოფისი და ამით ადგილობრივებს ვუთხარით, რომ თითოეულ თქვენგანს ახლა უკვე შეგიძლიათ, ადგილზე მოხვიდეთ და გვესაუბროთ თქვენთვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხებზე. მოგეხსენებათ, პარტია „ხალხისთვის“ და მისი ლიდერი ანა დოლიძე საქართველოს მოქალაქეების სოციალური პრობლემების მოსმენას და მათ მოგვარებას დიდ ყურადღებას უთმობს. ამიტომ ახლა, ქუთაისის ოფისშიც შეუძლიათ მოგვაკითხოთ არა მხოლოდ მოსაზრებების გასაზიარებლად, არამედ იმისთვის, რომ თავად ჩაერთოთ პოლიტიკურ პროცესში. ჩვენი კარი თითოეული ადამიანისთვის ღიაა, ვისაც ამ ხელისუფლების შეცვლა და ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრება სურს“, – აცხადებს კახი დვალიშვილი.

კომენტარები