მთავარიახალი ამბებიიმერეთი

პარტია “ახალმა” იმერეთში შეხვედრები გამართა

პარტია “ახალმა” იმერეთში შეხვედრები გამართა

პარტია “ახალი” რეგიონებში გადის. პირველი შეხვედრები პარტიის წევრებმა იმერეთში გამართეს.

ზესტაფონში, თერჯოლასა და ქუთაისში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მოსახლეობისგან იმ  პრობლემების შესახებ მოისმინეს, რომელიც მათ ქალაქებში წლებია, მოუგვარებელია.

სამივე მუნიციპალიტეტში ადგილობრივები თანხმდებიან, რომ  ცვლილების დრო მოვიდა და არჩევნების გზით ის ხელისუფლება უნდა ჩამოაშორონ ძალაუფლებას, რომელმაც ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა გადაწყვიტა.

პარტია “ახალი” ასევე ქუთაისში მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა.

“ახალის” წევრებმა ქუთაისის შემდეგ წყალტუბოში გადაინაცვლეს, ხვალიდან კი შეხვედრები სამეგრელოში გაგრძელდება.

კომენტარები