მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“პატიმრების ინტოქსიკაციის მიზეზი ნაწლავური ინფექციაა, რომლის მიზეზიც შესაძლოა, დაბინძურებულ წყალი, საკვები, ან ჰიგიენური პირობები იყოს”

“პატიმრების ინტოქსიკაციის მიზეზი ნაწლავური ინფექციაა, რომლის მიზეზიც შესაძლოა, დაბინძურებულ წყალი, საკვები, ან ჰიგიენური პირობები იყოს”

ქუთაისში მოწამლული პაციენტების ნაწილი საავადმყოფოში რჩება. კლინიკა “ვივამედში” გადაყვანილი პატიმრები ადვოკატმა სოფო ბონდარენკომ  მოინახულა.

უფლებადამცველის თქმით, მედიკოსების განმარტებით, ინტოქსიკაციის მიზეზი ნაწლავური ინფექციაა.

“როგორც მედიკოსებმა ადგილზე მითხრეს, ინტოქსიკაციის მიზეზი ნაწლავური ინფექციაა, რომლის მიზეზიც შესაძლოა, დაბინძურებულ წყალი, საკვები, ან ჰიგიენური პირობები იყოს. პატიმრების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებოა. სავარაუდოდ, დღეს კიდევ პატიმრების მეორე ნაკადს გადაიყვანენ კლინიკაში”, – აცხადებს ადვოკატი სოფო ბონდარენკო.

კომენტარები