მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“პირველი კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ”

“პირველი კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არ უნდა იყოს უმუშევრობის პრობლემა და უნდა შეიქმნას პირობები, რომ ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ.

“მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს, რაც იქნება პრობლემატური მათ შორის მთლიანად ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, ამიტომ “ნაციონალურ მოძრაობას” – გამარჯვების პლატფორმას მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა, ერთპიროვნულად გამარჯვება. მე მინდა ვილაპარაკო იმაზე რა მოხდება ამ გამარჯვების შემდეგ, იმიტომ რომ გამარჯვებაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება, პირველი კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ. იმიტომ რომ ეს არის სრულიად არაადამიანური სისტემა საპენსიო სესხების და ახლა ვითომ რომ მოაკლეს რამდენიმე პროცენტი, ჩემ ნაცნობებს, ცოლ-ქმარი არიან, ერთ მოაკლეს 5 ლარი, მეორეს მოაკლეს 6 ლარი და ამას ეძახიან საპენსიო სესხების პროცენტის შემცირებას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.

მისივე თქმით, გამარჯვების შემდეგ გაამარტივებენ ქართველების სამშობლოში დაბრუნებას, ასევე შეიქმნება ბიზნესის სტიმულირების ფონდი.

“ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ მცირე ბიზნესები შეიქმნას, ქართველები აღარ წავიდნენ საქართველოდან და ვინ წასულია ის დაბრუნდეს”, – აღნიშნა მან.

კომენტარები