პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რუსული კანონი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა.
მისი თქმით, პლენარულ სხდომაზე ჯერ პოლიტიკური გამოსვლები იქნება, შემდეგ კი დღის წესრიგს მიჰყვებიან.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უცხოელ პარტნიორებს კანონპროექტთან დაკავშირებით “დოგმატური არგუმენტები” აქვთ.
“ბოლო 30 წელია ერთი რამე ვიცით, მთავარია რას ამბობს ქართველი ხალხი და არა რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი. მით უმეტეს, როდესაც იქაც სხვა კი არ არის, როცა ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებთან, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს, რომ ვეკითხებით რატომ, რატომ არ უნდა იქნეს ეს კანონი მიღებული, გვეუბნებიან იმიტომ რომ თქვენთან საზოგადოების რომელიღაც ნაწილს არ უნდა, რატომ არ უნდა? იმიტომ რომ არ უნდა, ვეკითხებით საზოგადოების ამ ნაწილს რატომ არ გინდათ, იმიტომ, რომ უცხოელები გვეუბნებიან არ მიიღოთო, ასეთი ურთიერთმითითება მიდის”, – აცხადებს პაპუაშვილი.
პლენარული სხომის პარალელურად პარლამენტთან აქცია დღესაც გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესვლა შეზღუდულია.
კომენტარები