მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლიციამ კანცელარიის ქვედა შესასვლელთან მყოფი აქტივისტები ძალის გამოყენებით გაიყვანა

პოლიციამ კანცელარიის ქვედა შესასვლელთან მყოფი აქტივისტები ძალის გამოყენებით გაიყვანა

მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები ადგილზე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების მისვლას ელოდებიან.

პოლიციამ კანცელარიის ქვედა შესასვლელთან მყოფი აქტივისტები ძალის გამოყენებით გაიყვანა. აქციამ ზედა მხარეს გადაინაცვლა.

“სირცხვილიას” წევრის ნოდარ რუხაძის განცხადებით, მათთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მივიდა და უთხრა, რომ თუ აქცია არ დაიშლებოდა, მონაწილეებს დააკავებდნენ.

“ჩვენთან მოვიდა სუს-ის თანამშრომელი და მან მუქარის ტონით გვითხრა, რომ თუ აქცია კანცელარიასთან 5 წუთში არ დაიშლება, ის ყველა მონაწილეს დააკავებს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ შსს და სუს რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” პარტიულ დაქვემდებარებაშია, თუმცა აქ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობრივი არაფერი ხდება. ჩვენ ხმაურით ვცდილობთ გავაგონოთ მთავრობის წევრებს ჩვენი სათქმელი და ეს ხმაური არ შეწყდება მანამ, სანამ ჩვენ ამას არ ჩავთვლით საჭიროდ თუ სურთ ჩვენი დაკავება, მოუწევთ ჩვენი დაკავება, რადგან ტერიტორიას ჯერ არ ვტოვებთ”, – განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

კომენტარები