მთავარიახალი ამბებიიმერეთი

პოლიციამ ჟურნალისტებს ჭორვილამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტა

პოლიციამ ჟურნალისტებს ჭორვილამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტა

პოლიციამ ჟურნალისტებს ჭორვილამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტა. ბიძინა ივანიშვილის სოფელთან  პოლიციის ეკიპაჟები დგანან და მედიას პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალებას არ აძლევენ.

“ინფო იმერეთის” ჟურნალისტმა ადგილზე მყოფ პოლიციელებს ჰკითხა, რა მიზეზით არ ეძლევა ჭორვილაში შესვლის საშუალება, ან ვინ არის პასუხისმგებელი პირი, რომელიც მედიას აკრძალვების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, თუმცა პოლიციელები ტრადიციულად დუმილს ამჯობინებენ.

ადგილზე სხვა კრიტიკული მედიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

შეგახსენებთ, ენმ დღეს თბილისიდან ჭორვილას მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავს, ჟურნალისტებიც სწორედ ამ აქციის გადასაღებად იმყოფებიან ადგილზე.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ პოლიცია სოფელში შესვლის საშუალებას არც აქციის მონაწილეებს აძლევს.

კომენტარები