მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლიცია ამ დრომდე ეძებს პირებს, რომლებმაც ბაღდათში ოჯახი დააყაჩაღეს

პოლიცია ამ დრომდე ეძებს პირებს, რომლებმაც ბაღდათში ოჯახი დააყაჩაღეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში სანიკიანების ოჯახზე თავდამსხმელებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული პირები სანიკიანების ოჯახში 4 ოქტომბერს შევიდნენ და თანხას და ძვირფას ნივთებს ითხოვდნენ.

ამ დრომდე დაუდგენელი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ სახლში მყოფებს, რის გამოც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, შუახნის მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

ოჯახი დეტალებზე არ საუბრობს, მეზობლების ინფორმაციით კი, სანიკიანების ოჯახში სამი ნიღბიანი შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა დიდი ოდენობით თანხის და ძვირფასეულობის წაღება მოახერხეს.

მომხდარზე გამოძიება 179-ე  მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები