პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში იმყოფება.
ღარიბაშვილი 14:00 საათზე, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტე დაესწრებიან.
დღესვე, 17:00 საათზე, ღარიბაშვილი წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმის – „მედეას“ ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული კურორტ წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების გეგმის პრეზენტაციას დაესწრება.
კომენტარები