მსოფლიოს მასშტაბით პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ ხარვეზები ქუთაისის აეროპორტშიც გამოიწვია.
შეფერხების გამო კატოვიცეს რეისზე რეგისტრაცია 20-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო.
როგორც აეროპორტის საინფორმაციოს ცენტრში აცხადებენ, რეისი უკვე შესრულდა და ამ დროისთვის სხვა შეფერხება არ არსებობს.
რაც შეეხება ბერლინის რეისს, რომელიც ქუთაისიდან შესრულდა, პოზნანში დაეშვა, რადგან ბერლინი რეისების მიღებას ვერ ახერხებდა.
ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა დაგეგმილი რეისი, განრიგის მიხედვით ხორციელდება.
კომენტარები