პროტესტის 117-ე დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტში. სოფელ შუქრუთში მცხოვრები ათეულობით ოჯახი “ჯორჯიან მანგანეზს” მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას და სოფლიდან გასახლებას სთხოვს.
ადგილობრივების თქმით, კომპანია სოფელში სახლების ქვეშ მანგანუმს მოიპოვებდა, მიწისქვეშა ბიძგების გამო კი მათი სახლები დაზიანდა, დაიმეწყრა ეზოები და სახნავ-სათესი მიწები.
პროტესტის მონაწილეების თქმით, “ჯორჯიან მანგანეზი” წლების წინ მათ შესაბამის კომპენსაციას დაჰპირდა, რის გამოც შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა ზარალის ადეკვატური კომპენსაცია მათ არ მიუღიათ.
მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
კომენტარები