რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც 100 დღეზე მეტია, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, კიევისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებას “აურზაურს“ უწოდებს.
გარდა ამისა, კრემლის დიქტატორი იმუქრება, რომ ამან შეიძლება „გაახანგრძლივოს შეიარაღებული კონფლიქტი“.
“ზოგადად, მთელ ამ აურზაურს იარაღის დამატებით მიწოდებასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – შეიარაღებული კონფლიქტის შეძლებისდაგვარად გაჭიანურება“, – განაცხადა პუტინმა.
აგრესორის თქმით, რუსეთი, სავარაუდოდ, შესაბამის დასკვნებს გამოიტანს, თუ დასავლეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებს მიაწოდებს.
“თუ იქნება მიწოდებული, ჩვენ აქედან გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს და გამოვიყენებთ განადგურების საშუალებებს, რომლებიც საკმარისი გვაქვს, იმ ობიექტებზე, რომლებსაც ჯერ არ ვარტყამთ“, – განაცხადა პუტინმა.
კომენტარები