მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

პუტინმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი და ფრენების აკრძალვა გააუქმა

პუტინმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი და ფრენების აკრძალვა გააუქმა

რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას პასპორტით შეძლებენ. გამონაკლისი ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში სამუშაო მიზნით ჩადიან ან 90 დღეზე მეტი ვადით გეგმავენ დარჩენას.

კიდევ ერთი განკარგულებით პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვა გააუქმა.

“ბათილად იქნას ცნობილი რუსეთის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

განკარგულებით რუსულ ავიაკომპანიებს ორ ქვეყანას შორის ფრენა ეკრძალებოდათ.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსების მიმართ, რომ თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობისგან.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეებისთვის ფრენების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ პრინციპული მიდგომის შესაბამისია ორი ქვეყნის მცხოვრებლებს შორის კომუნიკაციის გასაადვილებლად.

კომენტარები