რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამთენიისას დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
პუტინის თქმით, „გარემოება გადამწყვეტ და დაუყოვნებლივ ქმედებებს საჭიროებს“.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებიდან მალევე უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
უკრაინამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. პრეზიდენტი ზელენსკი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე უკრაინამ სამოქალაქო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.
მსოფლიო ლიდერები გმობენ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ პუტინს პასუხს მსოფლიო გასცემს.
ამ დროისთვის ოკუპანტებს ლუგანსკის ორი სოფელი აქვთ დაკავებული.
ასევე, ცნობილია, რომ უკრაინამ რუსეთის 5 თვითმფრინავი გაანადგურა.
კომენტარები