მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილს დღეს დაკრძალავენ

ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილს დღეს დაკრძალავენ

ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს ქეთი ბერძენიშვილს დღეს ავანგარდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი ქუთაისში, წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.

სამოქალაქო თეატრის ორგანიზებით კი საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან 13:45 საათზე მდუმარე პერფორმანსი – “ქუთაისი ვარ მე” გაიმართება.

საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და ყვავილებით ხელში მეგობრები და სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლების ქეთი ბერძენიშვილს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.

ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შედეგად რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

კომენტარები