ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უწყვეტი აქციების 173-ე დღეს პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ, შიმშილობას იწყებენ და თვითდაზიანებებს მიიყენებენ.
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობით დაზარალებულები დღეს პირის ამოკერვას გეგმავენ.
მათი თქმით, კომპანია მათი საცხოვრებელი სახლების ქვეშ მანგანუმს მოიპოვებდა, რის გამოც შენობები დაიბზარა და საცხოვრებლად უვარგისია.
“მივედით იმ ზომამდე, რომ მივმართოთ პროტესტის უკიდურესს ფორმას, რამდენიმე ადამიანი პირს ამოიკერავს და დავიწყებთ შიმშილობას”, – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
კომენტარები