სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. საქსტატის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ჯამში 4 060 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, გასულ წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით შემცირდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 0.7%-ით ,შემცირდა ამასთან ლეტალობის მაჩვენებელი კი 6.8%-ით გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, შემთხვევებიდან 139 სიმთვრალით იყო გამოწვეული. ამ პერიოდში ავარიის შედეგად 5 704 ადამიანი დაშავდა, 326 კი დაიღუპა.
ავტოავარიების შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია. 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 63 ადამიანი რაც შეეხება იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში გარდაიცვალა.
მონაცემები შსს-ს სტატისტიკას ეყრდნობა.
კომენტარები