გიორგი კალანდარიშვილთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ მძიმე ინციდენტზე ვიხილე აჟიტირებული კომენტარები, როგორც „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი მედიის წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან, ეს არის ორმაგი სტანდარტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გამოძიება ყველაფერზე არის დაწყებული.
“ყველა საქმეზე დაწყებულია გამოძიება. რაც შეეხება კალანდარიშვილის შემთხვევას, გუშინდელ მძიმე ინციდენტს, მე ვიხილე აჟიტირებული კომენტარები, როგორც „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი მედიის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათი აქტივისტების მხრიდან ამ ძალადობრივ აქტთან დაკავშირებით. რასაც თესენ, იმას ხანდახან იმკიან ხოლმე, თუმცა გამოძიება ყველაფერზე არის დაწყებული. ორმაგი სტანდარტი არის სწორედ ეს. როცა ზურა-გირჩი ჯაფარიძე „იმედის“ ერთ-ერთ ჟურნალისტთან ტიროდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებები არ არის დასრულებული და მეორე მხრივ, ეს ადამიანები არიან აჟიტირებული ძალადობრივი აქტის გამო, სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები