მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“რას აკეთებს ხელისუფლება ქუთაისში? სამარცხვინოა, რომ ელემენტარული პრობლემებიც კი არ არის მოგვარებული”

“რას აკეთებს ხელისუფლება ქუთაისში? სამარცხვინოა, რომ ელემენტარული პრობლემებიც კი არ არის მოგვარებული”

რას აკეთებს ხელისუფლება ქუთაისში? სამარცხვინოა, რომ ქალაქში ელემენტარული პრობლემებიც კი არ არის მოგვარებული, – აცხადებს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი კახა ნურალიძე.

მისი თქმით, ქუთაისი პენსიონერებისა და ბავშვების ქალაქად იქცა, შეუქცევადია  ახალგაზრდების გადინების პროცესი, არანაირი განვითარების  პერსპექტივა აქ არ არის, რეალურად, ქალაქი მომავალს კარგავს, არ არის სამუშაო ადგილები, გამოუყენებელია ტურისტული პოტენციალი, განსაკუთრებით სამედიცინო ტურიზმის კუთხით, არ არსებობს გეგმა და არანაირი მიზნობრივი ნაბიჯები არ იდგმება.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი აღნიშნავს, რომ ქალაქში მრავლადაა სიცოცხლისთვის საშიში შენობები, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას და ყურადღებას საჭიროებს, რამდენიმე ავარიული  ნაგებობის გარდა,საფრთხის შემცველია კორპუსების  ამოუტუმბავი სარდაფები.

კახა ნურალიძის თქმით, ქალაქში ასევე მრავლადაა ყოფითი პრობლემები.

“მოსახლეობისთვის დამატებითი დისკომფორტია გაუმართავი სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელი, ამორტიზებულია გზები. ჯერ კიდევ ვერ მოწესრიგდა შიდა საქალაქო ტრანსპორტი, რამდენიმე უბანში მცხოვრებლებს საკმაოდ დიდ მანძილზე ფეხით გადაადგილება უწევთ.მოუგვარებელია ქალაქის დასუფთავების საკითხიც”, – აცხადებს ნურალიძე.

კომენტარები