მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რატომ გაუქმდა ქუთაისის აეროპორტიდან “ვიზეარის” დაგეგმილი ფრენები?

რატომ გაუქმდა ქუთაისის აეროპორტიდან “ვიზეარის” დაგეგმილი ფრენები?

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანია “ვიზეარის” დაგეგმილი ფრენები პროგრამულად გაუქმდა.

“მოგზაურთა კლუბში” მგზავრები სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებს ასახელებენ, სადაც ფრენა ჰქონდათ ჩანიშნული, თუმცა მათ უჩვენებს, რომ აღნიშნული ფრენა გაუქმებულია.

მგზავრებმა შეტყობინებები მეილზეც მიიღეს.

“ვიზეარზე” ქუთაისი-ბრიუსელის ბილეთები რატომ გაქრა, იცის ვინმე?” – წერს ერთ-ერთი მგზავრი.

“7-ში კოპენჰაგენის ფრენა მეც გამიუქმდა, ფრენის თანხას კარგი, დააბრუნებენ, მაგრამ სასტუმროსთვის გადახდილი თანხა, დარჩება ეგრე?” – კითხულობს ერთ-ერთი მგზავრი.

“ინფო იმერეთი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცხელ ხაზს დაუკავშირდა. ოპერატორმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი საათის განმავლობაში უამრავი ზარი შედის და მათაც არ იციან რა მოხდა.

“ინფო იმერეთი” დაუკავშირდა “ვიზეარის” პრესსამსახურსაც, სადაც განაცხადეს, რომ საკითხს სწავლობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლებელია, პროგრამული ხარვეზი იყოს.

დღის ბოლოს გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით, WizzAir-მა განცხადება გაავრცელა.

კომენტარები