ბაღდათში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი რობაქიძეების ოჯახის წევრების დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და ვიდეოს ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს, ტყუპი დები და ძმა, როგორ უკითხავენ ლექსს მონატრებულ დედას.
“რატო ღმერთო რატო… რატო მომასწარი ამ დღეს… არ შემიძლია მეწვის ყველაფერი…“,- წერს მადონა რობაქიძე.
7 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში მეწყერის ჩამოწოლას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარები