მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ერთ მამაც ქალს, იზა ჩირგაძეს. მამაცი ქალია იზა, გამოვიდა, სისტემა ამხილა და თქვა, მე მავალებდნენ გაყალბებას, მერე ვერ მოითმინა, სახლში ბავშვები დატოვა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სუს-ი და პოლიცია მას გზიდან გვტაცებდა, მაინც მოვიდა ჩვენს შტაბში, – ამის შესახებ ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახცადა.
“მე მინდა, მივმართო მას და მისი ოჯახის წევრებს და ვუთხრა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ხმა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანის გამბედაობა და სამოქალაქო პოზიცია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ იგი არ შეუშინდა იმ შეურაცხყოფის ნიაღვარს, რომელიც მოდიოდა მის მიმართ. მე მინდა მას მივულოცო გამბედაობის ის მაგალითი, რომელიც მან გვაჩვენა და რა თქმა უნდა, ვუთხრა და შევპირდე, რომ რაც არ უნდა მოხდეს დღეიდან, ის არის ნამდვილი სიმბოლო გამბედაობის”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისში მიმდინარე აქციაზე.
ქუთაისის 90-ე უბნის რეგისტრატორმა იზა ჩირგაძემ პირველ ნოემბერს არჩევნების გაყალბების სქემებზე ისაუბრა.
კომენტარები